Accessibility links

logo-print

ქაბულში თავდასხმა მოხდა ამერიკულ უნივერსიტეტზე


შეიარაღებულმა პირებმა 24 აგვისტოს თავდასხმა მოაწყვეს ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე. კომპლექსში, საიდანაც აფეთქების და სროლის ხმა ისმოდა, იმყოფებიან მასწავლებლები და სტუდენტები. უშიშროების ძალები შევიდნენ კომპლექსში და ცდილობენ ტერორისტების მოძებნას, იტყობინებოდა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ცნობით, თავდასხმისას ერთი პირი მოკლეს, 14 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, რადიო თავისუფლებას ატყობინებს, რომ კომპლექსში სამასამდე სტუდენტი იმყოფებოდა. მისივე ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებით დაიწყო.

XS
SM
MD
LG