Accessibility links

სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქი ჯარაბლუსი აიღეს


თურქეთის მხარდაჭერით მოქმედმა მეამბოხეებმა აიღეს სირიის ქალაქი ჯარაბლუსი, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს ექსტრემისტთა რაზმების ხელში იყო. ამის თაობაზე განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯონ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე საათში მას მერე, რაც თურქეთის ტანკებმა და სპეციალურმა ძალებმა აშშ-ის და თურქეთის ავიაციის დახმარებით გადაკვეთეს სირიის საზღვარი. თურქეთმა განაცხადა, რომ ამ ოპერაციის სამიზნე, რომელშიც სირიის თავისუფალი არმია იყო ჩართული, „ისლამური სახელმწიფო“ და სირიელი ქურდების ალიანსი იყვნენ. ბაიდენმა განაცხადა, რომძლიერად ვუჭერთ მხარს თურქეთის არმიამ რაც გააკეთა, ჰაერიდან მხარს ვუჭერდითო. ბაიდენის თქმით, აშშ თვლის, რომ თურქეთის საზღვარი, თურქეთმა უნდა გააკონტროლოს. მან ადრე მოუწოდა ქურთ მეომრებს, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით დაბრუნდნენ, თუ სურთ ვაშინგტონისგან კვლავ დახმარება.

XS
SM
MD
LG