Accessibility links

ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმას 12 კაცი შეეწირა


სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი ემსხვერპლა, თავდასხმას, რომელიც შეიარაღებული მოიერიშეების მხრიდან 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ქაბულში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის შენობაზე. პოლიციის ცნობით თავდასხმას 24 აგვისტოს საღამოს წინ უძღოდა დანაღმული ავტომობილის აფეთქება უნივერსიტეტის კედელთან, რომშიც წარმოიქმნა ხვრელი, საიდანაც შეიარაღებული პირები უნივერსიტეტის შენობაში, სროლით შეიჭრნენ. თავდასხმის განმავლობაში ასობით სტუდენტი და პედაგოგი აღმოჩნდა მომწყვდეული შენობაში. ავღანეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, რომელსაც აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ, მჭიდრო ალყა შემოარტყეს უნივერსიტეტს და შემდეგ შენობაში შესვლაც მოახერხეს. ათსაათიანი სამხედრო ოპერაცია 25 აგვისტოს დილით, ორი თავდამსხმელის განადგურებით დასრულდა. დაღუპულთა შორის პოლიციის სამი და უსაფრთხოების ძალების ორი წარმომადგენელიცაა. სროლებისას დაშავდა 35 სტუდენტი და 9 პოლიციის თანამშრომელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი დაჯგუფება დგას ქაბულში მომხდარი ამ თავდასხმის უკან. თალიბანმა ბოლო ხანს მთელი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა მის მიერ მთავრობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის საზაფხულო კამპანია.

XS
SM
MD
LG