Accessibility links

logo-print

თბილისის მერმა ბოდიში მოიხადა


თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინდელი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. სოციალურ ქსელ Facebook-ში, დავით ნარმანიას ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა შესაბამისი განცხადება, რომელშიც ნარმანია ბოდიშს უხდის საზოგადოებას და ამომრჩეველს და აღნიშნავს, რომ ინცინდენტს წინ უძღოდა არაერთი „შეურაცხმყოფელი განცხადება“ მერიის თანამშრომლებისა და პირადად მის მიმართ. „გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“, - აცხადებს ნარმანია. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მერიის კრიტიკა მოყვა. რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ და სამოქალაქო ჯგუფმა კი მერს თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG