Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ეწინააღმდეგება მიგრანტთა მიღებას „სავალდებულო კვოტების“ პრინციპით


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ განაცხადა, რომ მისი მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება მიგრანტთათვის თავშესაფრის მიცემას სავალდებულო კვოტების პრინციპით, რასაც ევროკაშირის ქვეყნებს ბრიუსელი სთავაზობს. 25 აგვისტოს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, პრაღაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში თავშეყრილი მიგრანტები ძალიან განსხვავებული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან და ამიტომ უჭირთ ევროპულ კულტურულ და სოციალურ სივრცეში ინტეგრაცია. „ჩვენ ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევებში დასავლეთ ევროპაში ჩასულმა მუსლიმანური წარმომავლობის მიგრანტებმა ვერ მოახერხეს ინტეგრაცია. ზოგჯერ ხდება მეორე თუ მესამე თაობის მიგრანტების რადიკალიზაცია და ისინი რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებს უერთდებიან. ყოველივე ეს შეიცავს რისკს, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და ასევე აშკარად იწვევს მოსახლეობის შეშფოთებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა

XS
SM
MD
LG