Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს


ერაყის საკანონმდებლო ორგანომ უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ხალედ ალ-ობედის, რომელსაც კანონმდებლების ერთი ნაწილი ბრალს დებდა კორუფციაში. 25 აგვისტოს გამართული კენჭისყრის შედეგად 142 დეპუტატმა გამოუცხადა უნდობლობა თავდაცვის მინისტრს, 102 -ი წინააღმდეგი იყო, 18 - მა თავი შეიკავა. ობედიმ თავის მხრივ დაადანაშაულა პარლამენტის სპიკერი სალიმ ალ-ჯაბური, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან და ბიზნესმენთან ერთად ზეწოლას ახდენს თავდაცვის მინისტრზე, რომ მხარი დაუჭიროს გარკვეულ კონტრაქტებს და სამსახურში აღადგინოს კორუფციის გამო სამსახურიდან დათხოვნილი მაღალჩინოსნები. დღევანდელი კენჭისყრით მინისტრთა კაბინეტს დატოვებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, შიიტი ჰეიდარ ალი აბადის მთავარი სუნიტი მოკავშირე. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ერაყის არმია ემზადება ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციისათვის, რაც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ განთავისუფლებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG