Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიშტიანუ რონალდუს მიენიჭა 2015-2016 წლების სეზონში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი


25 აგვისტოს მონტე-კარლოში უეფამ და ევროპის სპორტული მედიის ასოციაციამ (ESM-მა) გამოაცხადეს ევროპის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. ამ პრიზის არსებობის ექვსწლიანი ისტორიის მანძილზე ეს წოდება მეორედ მოიპოვა მადრიდის (ესპანეთი) „რეალის“პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 31 წლის კრიშტიანუ რონალდუმ. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი სპორტულ ჟურნალისტთაგან შემდგარმა 55-წევრიანმა ჟიურიმ დაასახელა. ჟიურიში საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე. წლევანდელ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი ანტუან გრიზმანი, ხოლო მესამეზე – მადრიდის „რეალისა“და უელსის ნაკრების თავდამსხმელი გარეთ ბეილი. დღესვე გამოვლინდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ვინაობა. ეს წოდება მიენიჭა ნორვეგიელ ადა ჰეგერბერგს.

XS
SM
MD
LG