Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული ძალების შემოწმების ფარგლებში, შავ და კასპიის ზღვებში რუსეთის ხომალდები გავიდნენ


რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოცხადებული მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში, შავ და კასპიის ზღვებში რუსეთის ხომალდები გავიდნენ. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ლაპარაკია შავი ზღვის ფლოტის 15-ზე მეტ ხომალდზე და კასპიის ფლოტილიის 10-ზე მეტ საბრძოლო ხომალდზე. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გუშინ დაწყებული მოულოდნელი შემოწმება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, შემოწმების მიზანია „შეიარაღებული ძალების უშუალო მომზადების სრული ციკლის შემუშავება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად“.

XS
SM
MD
LG