Accessibility links

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა


იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა, 400-მდე ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას. ასეთია იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. იტალიაში სეისმური აქტივობა კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაფიქსირდა 650-მდე მიწისქვეშა ბიძგი. იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ამატრიჩე, სადაც შენობების სამი მეოთხედი ნანგრევებად იქცა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, დანგრეული ქალაქების აღსადგენად სახელმწიფო 50 მილიონ ევროს გამოყოფს.

XS
SM
MD
LG