Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიასთან გაგრძელდება „პარტიზანი მებაღეების“ საპროტესტო აქცია


თბილისის მერიასთან გაგრძელდება „პარტიზანი მებაღეების“ საპროტესტო აქცია, თუცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა პარტიზანმა მებაღემ, ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. ის საავადმყოფოდან წუხელ გამოწერეს. როგორც „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ფორმის შეჩერებისა, მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია და აქციები თბილისის მერიასთან 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კარვის განთავსებასთან დაკავშირებით. გუშინ მერიის უსაფრთხოების სამსახურმა მომიტინგეებს მერიის წინ კარვის გაშლის ნებართვა არ მისცა. თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციები გამოიწვია ყაზბეგის 22 ნომერში ხეების გაჩეხვის ფაქტმა. საქმეს პროკურატურა სწავლობს. პარტიზანმა მებაღეებმა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა 9 დღის წინ დაიწყეს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თანამდებობიდან გადაყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხს, აღნიშნული პირი კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდება.

XS
SM
MD
LG