Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს უმასპინძლებენ


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს უმასპინძლებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საზეიმო მიღება პრეზიდენტის სასახლეში 17.00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ქართველ ოლიმპიელებთან ერთად დაესწრებიან ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც. საღამოს 8 საათზე კი ოლიმპიელებს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს ლისის ტბაზე. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 „ოქრო“, 1 „ვერცხლი“ და 4 „ბრინჯაო“ მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

XS
SM
MD
LG