Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი „სახიფათოს“ უწოდებს ირანის ხომალდების მოქმედებას სპარსეთის ყურეში


თეთრი სახლი შეშფოთებულია სპარსეთის ყურეში ირანის სამხედრო გემების მანევრებით ამერიკული ხომალდების სიახლოვეს, რაც ზრდის გაუგებრობით წარმოქმნილი ინცინდენტის რისკს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა 26 აგვისტოს „დაუშვებელი“ უწოდა ჰორმუზის ყურის ერთობ შეზღუდულ სივრცეში ირანის ხომალდების მოქმედებას. აშშ-ის სამხედრო უწყებამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკულ სამხედრო ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნა მოუხდა მას შემდეგ, რაც ირანის სწრაფმავალი საბრძოლო გემი სახიფათოდ მიუახლოვდა ამერიკულ ხომალდებს სპარსეთის ყურეში. პენტაგონის პასუხად ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰღანმა განაცხადა, რომ ირანის გემები ტერიტორიულ წყლებში პატრულირებით იყვნენ დაკავებულნი.

XS
SM
MD
LG