Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ერთ-ერთ საწყობში გაჩენილმა ხანძარმა 17 ადამიანი შეიწირა


მოსკოვის ჩრდილოეთში, შაბათს ხანძარი გაჩნდა ტიპოგრაფიული პროდუქციის საწყობში. რუსეთის სააგენტოების ცნობით, ცეცხლმა 17 ადამიანი იმსხვერპლა, უპირატესად ყირგიზი მუშები. როცა ხანძარი ჩააქრეს, მეხანძრეებმა მიაკვლიეს დახოცილთა 16 გვამს ოთახში, რომლიდან გასასვლელიც ცეცხლმა გადაუკეტა მუშებს. კიდევ ერთი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც ანგარიშვალდებულია პირდაპირ პრეზიდენტისადმი, განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ცნობით, ხანძარი გამოიწვია გაუმართავმა ნათურამ.

XS
SM
MD
LG