Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანმა ჯანი ხელის ოლქი დაიკავა


თალიბანმა დაიკავა სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთის ოლქი, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება. თალიბებმა ჯანი ხელის ოლქი, რომელიც ფაქთიის პროვინციას ეკუთვნის, აიღეს ავღანეთის უშიშროების ძალებთან ბრძოლის შედეგად. ნაყიბულა ათალმა, პროვინციის გუბერნტორის წარმომადგენლმა, დაადასტურა თალიბების მიერ ოლქის აღება და განაცხადა, რომ დახოცილია ხუთი პოლიციელი და დაშავებულია ხუთი. ოლქის გამგებლის, აბდულ რაჰმან სოლამალის განცხადებით, ოლქის დაკარგვა მოხდა იმის გამო, რომ ქაბულმა დროულად არ გამოაგზავნა სათანადო დამატებითი ძალები.

XS
SM
MD
LG