Accessibility links

logo-print

სიკვდილით დასჯამ ირანში ვერ შეამცირა ნარკოტიკებით ვაჭრობა


ირანის იურიდიული უწყების სოციალური სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯამ ვერ შეამცირა ნარკოტიკებით ვაჭრობა, რომელიც რეალურად იზრდება. სიმართლე ისაა, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სიკვდილით დასჯამ არ მოიტანა შემამცირებელი ეფექტი, განაცხადა ირანის იურიდიული უწყების სოციალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ მოჰამად ბაყერ ოლფათმა, რომელმაც, თავის უფროსობას, მისივე თქმით, შესთავაზა, ნარკოტიკებით მოვაჭრეებს სასიკვდილო განაჩენი კი არა, არამედ ხანგძლივი პატიმრობა და იძულებით მძიმე შრომა უნდა მიუსაჯონ. ირანმა ერთ სულ მოსახლეზე 2015 წელს ყველაზე მეტ ადამიანი დასაჯა სიკვდილით. შარშან ათასამდე პატიმარი დასაჯეს სიკვდილით, მათი უმეტესობა ნარკოტიკებით მოვაჭრეები იყვნენ. 2012 წერს ირანში ამოიღეს 388 ტონა ოპიუმი, მსოფლიოში ამოღებული ამ ნარკოტიკის 72 პროცენტი. ნარკოტიკების მოვაჭრეებთან ბრძოლაში ირანი უშიშროების სამსახურის ბევრ თანამშრომელს კარგავს შეტაკებების დროს, ავღანეთის და პაკისტანის საზღვრებთან.

XS
SM
MD
LG