Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრემირი რუსეთისთვის სანქციების დასრულებას ითხოვს


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, განმეორებით მიმართა ევროკავშირს აღარ გაუხანგძლივოს რუსეთს სანქციები. რობერტ ფიცოს მიმართვა მოჰყვა მის ვიზიტს მოსკოვში და იქ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას. სლოვაკეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა და მომავალ კვირაში ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. სლოვაკეთი იმ მცირე ქვეყნებს მიეკუთვნება შუა ევროპაში, რომლებიც მოსკოვისთვის სანქციების გახანგძლივების წანააღმდეგი იყვნენ. სლოვაკეთი ეკონომიკურად მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. ბლატისლავის გზას დაადგა უნგრეთი, ასევე ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი, რომელმაც განმეორებით მოითხოვა სანქციების შეწყვეტა. რუსეთისთვის უკრაინაში ქმედების გამო დაწესებულ სანქციებს ვადა იანვარში გასდის.

XS
SM
MD
LG