Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ლიდერები და უფლება დამცავები ყირიმელი თათარი აქტივისტის განთავისუფლებას მოითხოვენ


უკრაინის ლიდერები, „ჰიუმენ რაიტს უოჩი“ და დემონსტრანტები მოითხოვენ ყირიმელი თათარი აქტივისტის განთავისუფლებას, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავთ დაკავებული. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ილმი უმეროვის დაკავება საბჭოთა პერიოდის პრაქტიკას შეადარა. ყირიმელ თათარმა აქტივისტებმა დემონსტრაცია გამართეს კიევში და უმეროვის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. „ჰიუმენ რაიტს უოჩმა" მოთხოვა ყირიმის ხელისუფალთ, მოუხსნან უმეროვს ბრალდება და მისი სამედიციო მომსახურეობა უზნუნველყონ. უმეროვი, ყირიმელ თათართა თვითმმართველობის ორგანოს, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე იყო.მას სეპარატიზმში დასდეს ბრალი მაისში, როცა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG