Accessibility links

logo-print

გერმანიის ვიცე-კანცლერი: მოლაპარაკება აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობაზე ჩაიფუშა


გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროპის კავშირსა და აშშ-ს შორის წარუმატებელი გამოდგა. გერმანიის ვიცე-კანცლერის, გაბრიელის, 28 აგვისტოს გაკეთებული ეს განცხადება მოჰყვა ხანგძლივ მოლაპარაკებას ეგრეთ წოდებული, ტრანსატლანტური ვაჭრობისა და ინვესტიციის პარტნიორობის შესახებ. ბერლინში გამოსვლისას გაბრიელმა განაცხადა: ჩემი აზრით, მოლაპარაკება აშშ-თან დე ფაქტო ჩაიშალა, თუმცა ამას არავინ აღიარებსო. გაბრიელმა განმარტა, რომ მოლაპარაკებათა 14 რაუნდის განმავლობაში, როცა განიხილავდნენ ტრანსატლანტური ვაჭრობისა და ინვესტიციის პარტნიორობის კანონპროექტის 27 თავს, მხარეებს არ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის არც ერთი თავის გარშემო.

XS
SM
MD
LG