Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა თურქეთის მხარდაჭერით წინსვლას მიაღწიეს


სირიელ მეამბოხეთა დაჯგუფებამ, „სულტან მურადმა“, 28 აგვისტოს თურქეთის არმიის დახმარებით წინსვლას მიაღწია სირიელ ქურთებთან ბრძოლაში, რომლებიც მანბიჯში იყვნენ გამაგრებული მას მერე, რაც სირიის ჩრდილოეთის ეს ქალაქი „ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლებს წაართვა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“. ამ ალიანსში შედიან ქურთთა რაზმები, „სახალხო თავდაცვის შენაერთები“ რომლებიც ქალაქის ასაღებად ხანგძლივ იერიშში მონაწილეობდნენ აშშ-ის მხარდაჭერით. ანკარამ 28 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მანბიჯისთვის ცეცხლის დაშენა ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული ოპერაციის ნაწილია.„სულტან მურადის“ მებრძოლებმა მანამდე არაერთი სოფელი და იკავეს, რომლებიც ქურთთა ხელში იყო. ანკარამ გამოაცხადა სირიის მიწაზე თავისი პირველი ჯარისკაცის სიკვდილის შესახებ 23 აგვისტოს ოპერაციის დაწყების დღიდან. ბრიტანეთიდან მოქმედი სირიის მეთვალყურეთა ჯგუფის თანახმად, მანჰიჯში დაბომბვისას 20 სამოქალაქო პირი დაიხოცა. თურქეთმა უარყო ცნობა და გამოაცხადა, რომ 25 ქურთი მეომარი მოკლა, რომლებსაც ის „ტერორისტებს“ უწოდებს. აშშ სირიელ ქურთთა რაზმებს, „სახალხო თავდაცვის შენაერთებს“, მნიშვნელოვანად მიიჩნევს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ თურქეთი მას "ტერორისტულ" გაერთიანებად მიიჩნევს და არ სურს, რომ მას სირიასა ად თურქეთს შორის სასაზღვრო არეალი დაიკავოს. ანკარა და აშშ მოუწოდებენ ქურთებს, გადავიდნენ ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე და თავი აარიდონ თურქეთის ჯართან ბრძოლას.

XS
SM
MD
LG