Accessibility links

ტრამპი არჩევნების მოგების შემთხვევაში აშშ-ში უკანონოდ მყოფ უცხოელებს გაასახლებს


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიწყებს აშშ-ში უკანონოდ მყოფი უცხოელების გასახლებას მაშინვე, როცა კი ფიცს დადებთ როგორც პრეზიდენტი, თუ 8 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა 27 აგვისტოს აიოვაში. ტრამპის მეტოქე არჩევნებში აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონია. შემდეგი პრეზიდენტი ფიცს დადებს გაისად, 20 იანვარს. 70 წლის ტრამპმა არაერთხელ დადო პირობა, რომ ქვეყნის გარშემო დიდი კედელს ააგებს.

XS
SM
MD
LG