Accessibility links

logo-print

ბირთვულ მოლაპარაკებაზე ირანის დელეგაციის წევრი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი


ირანმა განაცხადა, რომ დააპატიმრა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც თეირანის დელეგაციაში ირიცხებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან და გერმანიასთან მოლაპარაკებისას. იუსტიციის უწყების წარმომადგენლის, ღოლამჰოსეინ ეჯეჰის თქმით, ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემდეგ, მაგრამ გამოძიება გრძელდება. ეჯეჰიმ ეჭვმიტანილზე, რომლის ვინაობა არ გაამხილა, თქვა, რომ ის ინფილტრირებული იყო „ბირთვულ გუნდში“.ეს იყო მისი პასუხი ერთი კანონმდებლის მტკიცებაზე, რომ მოლაპარაკების გუნდის ერთი წვერი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, ოომ ირანის ხელისუფლებამ დააკავა ირანულ-კანადური მოქალაქეობის მქონე აბდულრასულ დორი ესფაჰანი. ცნობით, ის შედიოდა გუნდში, რომელიც მუშაობდა ეკონომიკური სანქციების გაუქმების თემაზე და ექვემდებარებოდა მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს. თეირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ირანს ათავისუფლებს სანქციებისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG