Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კონფლიქტის დასრულების ძალისხმევისკენ მოწოდება ვაიმარიდან


გერმანიას, საფრანგეთს და პოლონეთს სურთ, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის აღმოსავლეთში, ამ ქვეყნის არმიის და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების კონფლიქტის განმუხტვის მიზნით. ამაზე ვაიმარში შეთანხმდნენ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თავის ფრანგ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არ მოხდა საკმარისი წინსვლა მინსკის 2015 წლის შეთანხმების განხორცილების მხრივ. ჩვენ ახლა ვითარების განმუხტვისთვის უნდა ვიმუშაოთ, თქვა მან. დასავლელი ოფიციალური პირები მოსკოვთან და კიევთან მართავდნენ მოლაპარაკებებს, წაექეზებინათ ისინი მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობების შესასრულებლად, რაც, სხვათა შორის, ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობდა უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში, თქვა ასევე შტაინმაიერმა.

XS
SM
MD
LG