Accessibility links

logo-print

გერმანია წელს სამასი ათასამდე მიგრანტს მოელის


გერმანიამ გამოაცხადა, რომ 2016 წელს სამას ათასამდე მიგრანტს მოელის. მიგრაციის და ლტოლვითა ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა, ფრანკ-იურგენ ვაიზემ განაცხადა, რომ 2016 წელს გერმანია 250 ათასიდან 300 ათასამდე მიგრანტს მოელის. ვაიზეს თქმით, გერმანიამ წელს ნაკლები მიგრანტი მიიღო, ვიდრე მოელოდნენ, რადგან ბევრი მათგანი ორჯერ იყო რეგისტრირებული და ბევრი კი უკან გაბრუნდა. ლტოლვილთა 70 პროცენტი შრომის უნარიანია, მაგრამ სანამ მუშაობას შეძლებენ, სახელმწიფოს სოციალური დახმარების ხარჯზე უნდა იარსებონ, განაცხადა ვაიზემ.

XS
SM
MD
LG