Accessibility links

logo-print

თურქეთმა გააძევა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩარიცხვის მოსურნე მაკედონიელები


თურქეთმა ქვეყნიდან გააძევა ხუთი მაკედონიელი, რომლებიც ცდილობდნენ ჩარიცხულიყვნენ ექსტრემისტული, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ხუთი პირი 27 აგვისტოს დააკავეს თურქეთში, სტამბოლში, ორი ქვეყნის პოლიციის თანამშრომლობის შედეგად. მაკედონიის კანონი კრძალავს სხვა ქვეყნის არმიებსა და შეიარაღებულ ჯგუფებში ბრძოლას. მაკედონიამ გასულ წლებში 11 პირი გაასამართლა ექსტრემისტული, „ისლამური სახელმწიფოში", გაწევრიანების სურვილის გამო. ამ ქვეყნის 25 მოქალაქე დაიღუპა სირიასა და ერაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს ბრძოლისას.

XS
SM
MD
LG