Accessibility links

logo-print

ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის გაემგზავრებიან ყაზახი ტურისტები ბათუმიდან


ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის გაემგზავრებიან ბათუმიდან ყაზახი ტურისტები, რომლებიც უკვე ორი დღეა, სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. როგორც ჟურნალისტებს ავიაკომპანია Sky Bus-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში სოსო ნადარეიშვილმა განუცხადა, დღის განმავლობაში გადაწყდება მგზავრებს სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავით გაიყვანენ, თუ მოგვარდება არსებული ტექნიკური პრობლემა. "რეისი გადაიდო ტექნიკური ხარვეზის გამო, იქედან გამომდინარე, რომ Sky Bus-ის თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან. გადაიდო სამი ქალაქის მიმართულებით. ყველა მგზავრს აქვს სამჯერადი კვება და კომპანიის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ყურადღებას არ აკლებენ. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავიყვანოთ მგზავრები საქართველოდან", - აღნიშნა სოსო ნადარეიშვილმა. ფრენის გაუქმების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ბათუმში მყოფი ყაზახეთის 150-მდე მოქალაქე.

XS
SM
MD
LG