Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი საუდის არაბეთისგან ელჩის შეცვლას ითხოვს


ერაყმა საუდის არაბეთს ელჩის შეცვლა სთხოვა. ოფიციალური ბაღდადის განმარტებით, მოქმედი ელჩი ტამერ ალ-საბხანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას ხელს უშლის. „ბიბისის“ ინფორმაციით, გასათვალისწინებელია, რომ ერაყს შიიტები მართავენ, მაშინ როდესაც საუდის არაბეთის ხელისუფლებაში სუნიტები არიან, ქვეყნები კი რეგიონალურ მეტოქეებად ითვლებიან. ალ-საბხანმა განაცხადა, რომ შიიტები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, პროვოკაციაზე მიდიან და ქვეყნის შიგნით სუნიტებთან კონფლიქტის დაწყებას ცდილობენ. ამასთანავე, ელჩმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა, რომლის უკანაც ირანი დგას. ალ-საბხანის თქმით, მისი გაწვევის შემთხვევაშიც კი ერაყის მიმართ საუდის არაბეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. ოფიციალურმა ერ-რიადმა თავისი წარმომადგენელი ერაყში გასული წლის დეკემბერში 25-წლიანი ინტერვალის შემდეგ პირველად გაგზავნა.

XS
SM
MD
LG