Accessibility links

არ დადასტურდა ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის შესახებ ინფორმაცია


პოლიციის განმარტებით, არ დასტურდება ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის ფაქტი, მგზავრთა პანიკა ხმაურმა გამოიწვია. სამართალდამცველები ხმაურის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. აეროპორტში ფრენები უკვე აღდგა, რეისები დადგენილი გრაფიკით ხორციელდება. ლოს-ანჯელესის აეროპორტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ „ზოროს“ კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ლოს-ანჯელესის აეროპორტში სროლის შესახებ მიიღეს შეტყობინება, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დაუყოვნებლივ მივიდა. აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

XS
SM
MD
LG