Accessibility links

logo-print

სირიელმა ქურთებმა ქალაქი მანბიჯის დაცვა გააძლიერეს


სირიელი ქურთების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, გავრცელებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს გადაინაცვლა ქალაქ მანბიჯის გარშემო მას შემდეგ, რაც თურქმა სამხედროებმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქის სიახლოვეს საბრძოლო პოზიციები დაიკავეს. თუმცა სირიელი ქურთების სახალხო ლაშქრის ხელმძღვანელობამ უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში მყოფმა ქურთმა მებრძოლებმა ყურად იღეს აშშ-ისა და ანკარის მოწოდება, გადასულიყვნენ მდინარე ევფრატის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე. ქალაქი მანბიჯი, რომელიც ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ათთვიანი ბრძოლების შემდეგ აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელი ქურთების ლაშქარმა გაანთავისუფლა, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსაგან“. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმია, რომელმაც ჩრდილოეთ სირიის საზღვარი 23 აგვისტოს გადალახა, ისეთივე მონდომებით შეებრძოლება ამ არეალში მყოფ ქურთების სახალხო ლაშქარს, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.

XS
SM
MD
LG