Accessibility links

logo-print

ლევან იზორიამ ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფი მოინახულა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში, 28 აგვისტოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც თავდაცვის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის საქმიანობის შესახებ. მოგვიანებით გაიმართა შეხვედრა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურ გენერალ-მაიორ ჯეფრი ბანისტერთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. “ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში არის მართლაც შეუფასებელი და ამიტომ, ჩვენ 31- აგვისტოს ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს თქვენთან ერთად. ამიერიდან ეს არის თქვენი დღე. თქვენ ხართ ქართველნი, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფთ მსოფლიოში“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს 861 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში მიმდინარე ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და პირადი შემადგენლობის სიდიდით მესამე ადგილზე აშშ-ისა და გერმანიის ქვედანაყოფების შემდეგ. 2010 წლიდან მოყოლებული საქართველომ ავღანეთში 31 ჯარისკაცი დაკარგა.

XS
SM
MD
LG