Accessibility links

logo-print

ლიბიის სანაპიროსთან 6 500 მიგრანტი გადაარჩინეს


იტალიის სანაპირო დაცვამ 6 500 მიგრანტი გადაარჩინა. უცხოეთის მედიის ინფორმაციით, ეს დღემდე ჩატარებული, ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო. ლიბიის სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით, ერთდროულად 40 კოორდინირებული სამაშველო ოპერაცია განხორციელდა. გადარჩენილებს შორის ბევრი მცირეწლოვანი ბავშვია. მიგრანტების უმეტესობა სომალიდანაა.

XS
SM
MD
LG