Accessibility links

logo-print

8 სექტემბერს იწურება პარტიული საარჩევნო სიების წარდგენის ვადა


არჩევნებში მონაწილე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა 8 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ თავიანთი პარტიული სიები. კანონმდებლობის თანახმად,პარტია ან საარჩევნო ბლოკი ვალდებული არიან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინონ პარტიული სიები. ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები. დღეის მდგომარეობით, 10 სექტემბრამდე თანამდებობის დატოვება მოუწევს სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა მარტვილი-აბაშის გაერთიანებულ ოლქში. უნდა გადადგნენ ის გუბერნატორები, გამგებლები და შესაბამისი თანამდებობის სხვა პირები, რომლებიც პარტიულ სიებში არიან ან მაჟორიტარებად იყრიან კენჭს.

XS
SM
MD
LG