Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI გამოთქვამს მოწოდებას საკომპიუტერო უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებისკენ


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დაადგინა, რომ ჰაკერები შეიჭრნენ, სულ ცოტა, ორი შტატის საინტერნეტო საარჩევნო სისტემებში. ბიურო მოუწოდებს ყველა შტატის შესაბამის საარჩევნო უწყებებს, ნოემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში გააძლიერონ საკომპიუტერო უსაფრთხოების სისტემები. გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერგანყოფილებამ ეს გაფრთხილება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ილინოისისა და არიზონის შტატებმა თავიანთ საკომპიუტერო სისტემებში ჰაკერების შეღწევის ამბავი გამოაცხადეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ჰაკერები, შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოს დავალებით მოქმედებდნენ.

XS
SM
MD
LG