Accessibility links

logo-print

ისლამ ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება


უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. კვირას ამ ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქარიმოვი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა დიაგნოზი არ დაუზუსტებია. ფერგანის საინფორმაციო სააგენტომ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ქარიმოვი გარდაიცვალა, მაგრამ სხვა საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის, რუსეთის „ინტერფაქსი“, იუწყებიან,რომ ქარიმოვი ცოცხალია. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, კრემლს არ მოეპოვება რაიმე ახალი ინფორმაცია და ამიტომ მოსკოვის მხრიდან უადგილო იქნებოდა საუბარი უზბეკეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 28 აგვისტოს უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ ქარიმოვი, „გამოკვლევისა და მკურნალობისთვის“ ტაშკენტის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ქარიმოვი 78 წლისაა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ანუ 25 წელიწადზე მეტია, ის „რკინის ხელით“ მართავს უზბეკეთს.

XS
SM
MD
LG