Accessibility links

რუსეთის პარალიმპიური ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს 2018 წლის ზამთრის თამაშებში


რუსეთის პარალიმპიური ნაკრები, რომელიც დისკვალიფიცირებულია მომავალი თვის რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიური თამაშებისთვის, ვერც 2018 წლის ზამთრის თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე თვის დასაწყისში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ კრეივენმა გამოაცხადა, რომ რუს პარალიმპიელებსაც მოიცავს დოპინგის სისტემა, რომელიც რუსეთში მთავრობის მხარდაჭერით მოქმედებს და ამის გამო რუსეთის გუნდს არ დაუშვებენ რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე. ახლა ცნობილი გახდა, რომ ასეთივე აკრძალვა გავრცელდება 2018 წლის ზამთრის პარალიმპიადაზეც, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG