Accessibility links

logo-print

უზბეკეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხალია


კვლავაც ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის მდგომარეობაზე, თუმცა სოციალურ მედიაში მისი უმცროსი ქალიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ უზბეკი ლიდერი ცოცხალია. ლოლა ქარიმოვა-ტილაევა "ინსტრაგრამზე" წერს, რომ მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერის გამოხატვისთვის და პრეზიდენტის მალე გამოჯანმრთელების სურვილისათვის. 78 წლის ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ, რაც მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს. ამ განცხადებაში მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. საინფორმაციო სააგენტო "ფერგანამ" კი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ქარიმოვი 29 აგვისტოს გარდაიცვალა. მაშინ, როცა სხვა საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის რუსეთის „ინტერფაქსი“, იუწყებიან, რომ ის ცოცხალია.

XS
SM
MD
LG