Accessibility links

logo-print

თურქეთი უარყოფს ცნობებს სირიაში ქურთ მებრძოლებთან დროებით დაზავების შესახებ


თურქეთი უარყოფს ცნობებს ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებთან დროებით დაზავების შესახებ. მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ომერ ჩელიკმა, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ანკარა „არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება „კომპრომისს, ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას" ქურთ მებრძოლებთან. ამასობაში, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ანკარის მუქარა, რომ იერიშს მიიტანს ქურთ მებრძოლებზე ჩრდილოეთ სირიიდან მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირამდე. კალინის განმარტებით, ანკარის პრიორიტეტული ამოცანაა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან გაწმინდოს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიის 90-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც თურქეთს სამხრეთიდან ესაზღვრება. ამავე დროს, თურქეთი თავდასხმებს ახორციელებს აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ სირიელ ქურთ მებრძოლებზეც მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს ჩრდილოეთ სირიაში შეიჭრა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ 30 აგვიტოს გამოაცხადა, რომ 12-დან 18 საათამდე პერიოდით შეწყდა თურქეთის არმიასა და სირიელ ქურთებს შორის ბრძოლა და რომ ვაშინგტონის სურვილია, ზავი გაგრძელდეს, რათა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ყველა ძალა იყოს ფოკუსირებული „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაზე.

XS
SM
MD
LG