Accessibility links

logo-print

შტაინმაიერის თქმით, „დიდ რვიანში“ დაბრუნების გასაღები რუსეთის ხელშია


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნება აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიის საკითხებზე პროგრესის შემთხვევაში განიხილება. „კონფლიქტები სირიასა და უკრაინაში აჩვენებს, რომ ჩვენს ინტერესებშია, არ გამოვრიცხოთ რუსეთი მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მოლაპარაკების ფორმატიდან. თუ საბოლოოდ იქნება ხელშესახები პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, „დიდი შვიდეულის“ წევრები მზად არიან მოსკოვთან სალაპარაკოდ“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ „დიდ რვიანში“ დაბრუნების გასაღები რუსეთის ხელშია. ყირიმის ანექსიის შემდეგ, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები რუსეთს სამიტზე აღარ იწვევენ.

XS
SM
MD
LG