Accessibility links

logo-print

"ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, მოკლულია მისი მთავარი სტრატეგი


ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მოკლულია მათი მთავარი სტრატეგი. სააგენტოს ცნობით, აბუ მუჰამედ ალ-ადნანი, რომლის მოწოდებებმაც რამადანის თვეში მასობრივი სისხლისღვრა გამოიწვია, ალეპოს პროვინციაში დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიის მოგერიების დროს დაიღუპა. პენტაგონის განცხადებით, ადნანის ლიკვიდაციის მიზნით საჰაერო იერიშები განხორციელდაქალაქ ალ ბაბ-ში და ამ ეტაპზე შედეგების შეფასება მიმდინარეობს. აბუ მუჰამედ ალ-ადნანს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სპიკერიც იყო, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა პიტერ კუკმა ექსტრემისტული დაჯგუფების საგარეო ოპერაციების მთავარი არქიტექტორი უწოდა.

XS
SM
MD
LG