Accessibility links

logo-print

რუსეთი საკუთარ პარალიმპიურ თამაშებს ჩაატარებს


რუსეთში გაიმართება ორდღიანი ტურნირი პარალიმპიელი სპორტსმენებისათვის, რომლებიც დისკვალიფიცირებულ იქნენ რიოს პარალიმპიური თამაშებისათვის. რუსეთის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ლუკინმა, განაცხადა, რომ პარალიმპიელი სპორტსმენების შეჯიბრები 7-8 სექტემბერს გაიმართება მოსკოვის ოლქში მდებარე საწვრთნელ ბაზებზე. საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რიოს თამაშებში მონაწილეობაზე უარი უთხრა რუსეთის მთელ გუნდს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა რუსეთის სპორტში დოპინგის სახელმწიფო სისტემის არსებობა. ბრაზილიის ქალაქი რიო-დე-ჟანეირო 7-18 სექტემბერს უმასპინძლებს პარალიმპიურ თამაშებს.

XS
SM
MD
LG