Accessibility links

logo-print

უზბეკეთში დიქტორმა წაიკითხა პრეზიდენტის წლიური მიმართვის ტექსტი


უზბეკეთში სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა წაიკითხა პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის წლიური მიმართვის ტექსტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. უზბეკეთის მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა ქარიმოვის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, რის შემდეგაც ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება მის მდგომარეობაზე. ზოგი წყაროს დაუდასტურებელი ცნობით, ის უკვე გარდაიცვალა. თუმცა, ქარიმოვის უმცროსი ქალიშვილის მიერ სოციალურ მედიაში 31 აგვისტოს გავრცელებული განცხადება მიანიშნებს, რომ უზბეკი ლიდერი შესაძლოა, ცოცხალი იყოს. ლოლა ქარიმოვა-ტილაევა "ინსტაგრამზე" წერს, რომ მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერის გამოხატვისთვის და პრეზიდენტის მალე გამოჯანმრთელების სურვილისათვის. 78 წლის ქარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ, რაც მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს. ცნობების თანახმად, მას ტვინში სისხლი ჩაექცა. 31 აგვისტოს უზბეკეთში ქარიმოვის გარეშე შეუდგნენ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღნიშვნას.

XS
SM
MD
LG