Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ პაკისტანელი ექსტრემისტები სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პაკისტანს მოუწოდა, რომ გაანადგუროს იმ ექსტრემისტული ჯგუფების თავშესაფრები, რომლებიც ხელს უშლიან რეგიონში მშვიდობის დამყარებას. 31 აგვისტოს ინდოეთში ვიზიტის მეორე დღეს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ისლამაბადი უფრო მტკიცედ უნდა შეებრძოლოს იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც პაკისტანის ტერიტორიაზე იმყოფებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასეთ ექსტრემისტულ ჯგუფად მოიხსენია თალიბანთან დაკავშირებული ჰაყანის ქსელი და ლაშქარ-ე-თალიბა. ვაშინგტონი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურებს ადანაშაულებს ავღანეთისა და ინდოეთის საწინააღმდეგოდ ამ ჯგუფების გამოყენებაში, რითაც ისლამაბადს ამ ქვეყნებზე გარკვეული გავლენის მოპოვება სურს.

XS
SM
MD
LG