Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი თანამდებობიდან გადააყენეს


მაისში დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა 31 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. სენატის 62-მა წევრმა, 20-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა მემარცხენე პრეზიდენტის იმპიჩმენტს. დილმა რუსეფის პოსტს ახალ არჩევნებამდე, რომელიც 2019 წელს გაიმართება, მემარჯვენე-ცენტრისტი მიშელ ტემერი დაიკავებს. ტემერი 2011 წლიდან ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი იყო და 2016 წლის მაისიდან ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. სწორედ მაისიდან ჩამოაშორეს დროებით თანამდებობას რუსეფი. მას და მის მემარცხენე „მშრომელთა პარტიას“ საბიუჯეტო სახსრებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ. ოპონენტთა თქმით, 2014 წელს, როცა რუსეფმა მეორე ვადით იყარა კენჭი, არჩევნებამდე საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა პოპულისტური სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, რითაც მოსახლეობის მხარდაჭერას მიაღწია, თუმცა ეკონომიკა დააზიანა. ამჟამად ბრაზილიის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ინფლაციის დონე კი მაღალია, რამაც ხელი შეუწყო რუსეფის წინააღმდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობას.

XS
SM
MD
LG