Accessibility links

logo-print

სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმია


ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. სამაშველო სამსახურის ცნობით, გზაზე დატბორვის გამო ერთი საათის განმავლობაში მიმოსვლა შეფერხებული იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ძლიერმა წვიმამ ბათუმში ჭაობის დასახლების რამდენიმე უბანიც დატბორა. დღის მეორე ნახევრამდე ნალექის კიდევ უფრო მატებაა ნავარაუდევი

XS
SM
MD
LG