Accessibility links

logo-print

დავით ნარმანიას განცხადებით ხეების მოჭრაზე გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება


თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, ხეების მოჭრაზე გამოცხადებული მორატორიუმი ახალი რეგულაციის მიღებამდე გაგრძელდება. დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის მიერ გამოცხადებული ათდღიანი მორატორიუმი გაგრძელდება. „მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ხეების მოჭრას. აქ არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა, რაც ისედაც აუცილებელია და ამაზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას გუშინ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. პროფესიული წრეები მაქსიმალურად არიან ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

XS
SM
MD
LG