Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებს სააკაშვილი „შემოუძღვა“


მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ მოახერხა ომი რუსეთთან და პრაქტიკულად ეგ შემოუძღვა რუსეთის ჯარებს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რუსეთის ქმედებას არ ამართლებს, მაგრამ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ბევრი სისულელე გააკეთა. „თუ ვინმე იყო პრორუსული, თვითონ სააკაშვილის და მისი გუნდის ქმედებები იყო პრორუსული თავიდან ბოლომდე”, - განაცხადა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“, სულ მცირე, ასი მანდატის მოპოვებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG