Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გონიოში ზღვაში დაკარგულ სამხედროებს გამოეთხოვენ


გონიოში ზღვაში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის პატივის მიგების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მცირე ზომის მცურავი საშუალებიდან ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს და სამხედრო წესის თანახმად, ზალპი დასცეს. გონიოში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები მოინახულა და დალოცა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები ოჯახებს დაუბრუნდებიან. 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 31 აგვისტოს, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში შეწყვიტა წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების, იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის, ძებნის ოპერაცია. იმავე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ე.წ. მყვინთავ-მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონიათ. „აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - დასძინა იზორიამ.

XS
SM
MD
LG