Accessibility links

წუხელ ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისის მინები ჩაამსხვრიეს


წუხელ უცნობმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისის მინები ჩაამსხვრიეს. როგორც ”ინტერპრესნიუსი” პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ოფისზე მოხდა. „ვერც კამპანიას აგვირევთ და თქვენი საბოლოო კრახის გარდა ვერაფერს მიაღწევთ. არც გაბედოთ ვაკელებზე დაბრალება. 3 თვეა დავდივარ და ზუსტად ვიცი მომხრე და ოპონენტი მოსახლეობის განწყობაც”, - აცხადებს ელენე ხოშტარია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG