Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიკას ვირუსი ორ მილიარდზე მეტ ადამიანს ემუქრება


ზიკას ვირუსი მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტ ადამიანს ემუქრება. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ მეცნიერები პროგნოზირებენ. მკვლევრების თქმით, ყველაზე მეტად საფრთხის წინაშე ინდოეთის, ინდონეზიის და ნიგერიის მოსახლეობაა. ამასთან, ფილიპინები, ვიეტნამი, პაკისტანი და ბანგლადეშშიც საფრთხის წინაშეა, ვინაიდან ამ ქვეყნებს არ აქვთ შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა, რათა ეპიდემიას გაუმკლავდნენ. მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მსოფლიოს რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას უკვე აქვს, რაც რისკებს ამცირებს. ამ დრომდე ზიკას ვირუსი 65-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის.

XS
SM
MD
LG