Accessibility links

logo-print

უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის ცნობით, კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია


უზბეკეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს. 79 წლის ისლამ კარიმოვი უკვე რამდენიმე დღეა, რაც საავადმყოფოში იმყოფება და ექიმების ცნობით, დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა. სამი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებაც, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა. ისლამ კარიმოვი უზბეკეთს უკვე 26 წელია მართავს.

XS
SM
MD
LG