Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ


ბრაზილიაში ანტისამთავრობო პროტესტის ტალღა სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. უკვე მეოთხე დღეა, რაც სან-პაოლოში ახალი პრეზიდენტის, მიშელ ტემერის საწინააღმდეგო დემონსტრაციები ტარდება. საპროტესტო ტალღას სხვა ქალაქებშიც შეუერთდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ბრაზილიის სენატმა დილმა რუსეფის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო, მიშელ ტემერმა პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ტემერსა და მის მოკავშირეებს რუსეფის გადაყენება წინასწარ ჰქონდათ განზრახული და მიზანს უკანონო გზით მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG